"ჩემს მისიას ვხედავ იმაში, რომ დავეხმარო ქართველ ხალხს რუსეთის და მისი ნარჩენებისგან საბოლოოდ გათავისუფლებაში" - სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ოფიციალურ მიმართვას აქვეყნებს.
სააკაშვილის თქმით, ყველა ვინც რუსეთის მონობაშია დიდი მარცხისთვის არის განწირული. გარდა ამისა, რუსეთის არმიის და ამასთან პუტინის დღეებიც დათვლილია.
მესამე პრეზიდენტი მოსახლეობას ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდებს და თავის ერთ-ერთ მისიად სწორედ ქართველი ხალხის და საქართველოს რუსეთის ნარჩენებისგან საბოლოოდ გათავისუფლებაში ხედავს.
"ყველა ვინც არის უკრაინის მხარეს არის ევროპის, თავისუფლების, ტერიტორიული მთლიანობის და ისტორიის სწორ მხარეს. ყველა ვინც მთლიანად დაუწვა რუსეთს განუდგა და შეურაცხყოფა მიაყენა უკრაინას, სულ მალე ძალიან დიდი მარცხი ელის. არა მხოლოდ რუსეთის არმიის, არამედ პუტინის დღეები არის დათვლილი.
ჩვენ ყველამ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა და მოვემზადოთ X მომენტისთვის.
მე ჩემს მისიას ვხედავ იმაში, რომ დავეხმარო ქართველ ხალხს რუსეთის და მისი ნარჩენებისგან საბოლოოდ გათავისუფლებაში თუნდაც პირადი თავგანწირვის ფასად და ამის შემდეგ თუ შემეძლება დავბრუნდე ჩემს სახლში უკრაინაში და დავეხმარო ზელენსკის გუნდს ქვეყნის აღორძინებაში" - წერს მიხეილ სააკაშვილი.