გახდება თუ არა ბეჟაშვილი ვიცე-სპიკერი - ენმ-ში ამბობენ, რომ თანამდებობა "ხალხის ძალას" არ უნდა დაუთმონ

22.05.23 17:28
გახდება თუ არა ბეჟაშვილი ვიცე-სპიკერი - ენმ-ში ამბობენ, რომ თანამდებობა "ხალხის ძალას" არ უნდა დაუთმონ

დაუჭერს თუ არა მხარს ქართული ოცნება ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურას, საკითხი მომავალ კვირას პარლამენტში დეპუტატების სესიაზე შეკრებისას გაირკვევა.

ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ პრივილეგიები და თანამდებობები არ აინტერესებთ. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც კანდიდატურა წარადგინეს "ხალხის ძალაა". ოპოზიციას არ სურდა პრორუსი დეპუტატებისთვის დაეთმო ვიცე-სპიკერის სკამი.

"მეც არ მომწონს ეს თემა, შესაბამისად არც ინფორმაცია მაქვს, არც სურვილი მაქვს, არც ინიცირება მოხდება და ა.შ. ფორმალურად რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურა ფორმალურად შესრულებულია. ჩვენ ასევე კობახიძის განცხადება მოვისმინეთ ამასთან დაკავშირებით, რომ ამასთან ცალსახა განცხადება მოვისმინეთ, რომ არცერთი ნაცი ნებისმიერ თანამდებობაზე, ამიტომ ახლა თუ ჟურნალისტი იქნება, პოლიტიკოსი იქნება, მათი სურვილით კობახიძის სურვილებს და განცხადებებს ეთანხმება, ეს მათი პრობლემაა" - ამბობს ლევან ბეჟაშვილი.

"ენმ - ძალა ერთობაშია"-ს თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავას თქმით, საერთაშორისო ბერკეტის ღირსი რეალური პროდასავლური ოპოზიციაა, რომელმაც ევროპული არჩევანის დასაცავად უნდა იბრძოლოს.

"ამ ბერკეტის მნიშვნელობა არის უპირველეს ყოვლისა საერთაშორისო ჭრილი, რომელიც მას გააჩნია და კონტრშეთავაზება რა შეიძლება იყოს, მე არ მესმის, მაგალითად ის, რომ ყაველაშვილს ან სოზარ სუბარს, ან მსგავს პოლიტიკურ წარმონაქმნებს დაეთმოთ, ის მნიშვნელოვანი საერთაშორისო ბერკეტი, სადაც რეალურმა პროდასავლურმა ოპოზიციამ უნდა იბრძოლოს ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანის დასაცავად" - ამბობს "ენმ - ძალა ერთობაშია"-ს თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავა.