ხმაური პარლამენტში - ერთმანეთს თინა ბოკუჩავა და გია ვოლსკი დაუპირისპირდნენ
ხელების ბრახუნი და ყვირილი პარლამენტში. ერთმანეთს თინა ბოკუჩავა და გიორგი ვოლსკი დაუპირდაპირდნენ. ჩხუბი ბიუროზე "ნაციონალური მოძრაობის" კანონპროექტის მოჰყვა, რომლის მიხედვითაც დასავლეთის მიერ სანქცირებული პირების საქართველოში შემოსვლა უნდა აიკრძალოს.
ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია პროექტის დაჩქარებულად განხილვას ითხოვს, მაგრამ "ქართული ოცნება" უარზეა. სიტყვიერი შელაპარაკება მაშინ გამწვავდა, როცა "ქართული ოცნების" დეპუტატმა ყოფილი ხელისუფლება რუსეთთან ომის დაწყებაში დაადანაშაულა.