საზღვაო მიმოსვლა ბათუმსა და რუსულ სანქცირებულ პორტს შორის - "ოცნება" საერთაშორისო სკანდალში ეხვევა
საზღვაო მიმოსვლა რუსეთთან - საქართველოს ხელისუფლებას ახალი სკანდალი სომხეთმა გაუხეთქა. ირკვევა, რომ ბათუმიდან ნოვოროსიისკის მიმართულებით უკვე ერთი თვეა საზღვაო რეისები სრულდება. ნოვოროსისკის პორტი კი ევროკავშირის სანქციების ქვეშ იმყოფება. იქ გემების შესვლა აკრძალულია. ანუ ხელისუფლებამ პირდაპირ დაარღვია ევროკავშირის დირექტივები და სანქცირებულ პორტში გემები გაუშვა.
საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ ბათუმის პორტიდან რეისები ნოვოროსისკში შესრულდა, თუმცა ამბობენ, რომ ეს არა რეგულარული, არამედ კომერციული რეისებია.
მალულად აღდგენილი საზღვაო მიმოსვლა რუსეთთან კი საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა დიდ საერთაშორისო სკანდალად შემოუტრიალდეს. "ქართული ოცნების" ლიდერები სანქცირებულ პორტთან თანამშრომლობას უარყოფენ, მაგრამ სომხურმა მხარემ დაადასტურა, რომ მათი კონტეინერები ნოვოროსიისკში ბათუმიდან უკვე რეგულარულად გადის.
საზღვაო მიმოსვლა რუსეთთან - ყველა დეტალი ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში