პრორუსები ღარიბაშვილისთვის ნობელის პრემიის მინიჭებას ითხოვენ
მოხვდება თუ არა ირაკლი ღარიბაშვილის სახელი დედა ტერეზას, ნელსონ მანდელასა და პრეზიდენტ რუზველტის სახელების გვერდით? - პრორუსები ფიქრობენ, რომ ნაკლები საქმე მშვიდობისთვის არც ღარიბაშვილს გაუკეთებია და ამიტომ საქართველოს პრემიერს ნობელზე წარსადგენად ამზადებენ. პუტინისტები ფიქრობენ, რომ პრესტიჟულ საერთაშორისო ჯილდოს, რომელსაც ადამიანებს კაცობრიობის წინაშე მნიშვნელოვანი მიღწევებისთვის გადასცემენ, საქართველოს პრემიერიც იმსახურებს.
ღარიბაშვილის ნობელის პრემიაზე წარდგენას ითხოვს ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ტრისტან წითელაშვილიც. მოსკოვიდან თბილისში პირველ ავიარეისს ჩამოყოლილი ამხედრო მოსამსახურე მზადაა, მოაწეროს ხელი შესაბამისს მოთხოვნას. ახლა ინიციატივის ავტორები იწყებენ შესაბამისი დოკუმენტების შეგროვებას, რომელიც საორგანიზაციო კომიტეტში უნდა გადააგზავნონ.
დაუფასებს თუ არა პრორუსებს ამ ნაბიჯს ქვეყნის პრემიერი ჯერ უცნობია. ღარიბაშვილი ნობელის პრემიაზე მისი შესაძლო წარდგენის ამბავს ამ დრომდე არ გამოხმაურებია.
ნობელის პრემია ღარიბაშვილისთვის - ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟი