ხელების ბრახუნი და ყვირილი პარლამენტში - "ოცნენა" ოპოზიციას კანონპროექტებს უბლოკავს

22.05.23 20:31
ხელების ბრახუნი და ყვირილი პარლამენტში - "ოცნენა" ოპოზიციას კანონპროექტებს უბლოკავს

კანონების დაბლოკვის სერიები საქართველოს პარლამენტში და დიდი დაპირისპირება. ხელების ბრახუნი და ყვირილი. ეს ყველაფერი კი ოპოზიციის ინიციატივის გამო, რომლის მიხედვითაც ნაციონალური მოძრაობა  დასავლეთის მიერ სანქცირებული პირების საქართველოში შემოსვლის აკრძალვას ითხოვს. ჩხუბი თინა ბოკუჩავასა და გიორგი ვოლსკის შორის დაიწყო მას შემდეგ რაც  ოცნების დეპუტატმა წინა ხელისუფლება ომის დაწყებაში დაადანაშაულა. ამ წუთიდან ბიუროს დარბაზი პოლიტიკური ბრძოლის ეპიცენტრად გადაიქცა. 

თუმცა ეს პროექტი ისევე როგორც ოპოზიციის მიერ ინიციირებული კიდევ ორი კანონი დაბლოკილია. "ლელო" სავიზო რეჟიმის დაწესებას ითხოვს. ის რუსი ტურისტი, რომელიც ქვეყანაში 3 თვეზე მეტხანს დარჩება ვიზა უნდა აიღოს. "ლელოში" ამბობენ, რომ ეს წესი ხელს შეუწყობს ძალოვნებს გააკონტროლოს ვინ რა მიზნით ჩამოდის საქართველოში. კიდევ ერთი პროექტი დეკანოიძე -  გოცირიძის მიერ არის ინიციირებული და რუსეთის მოქალაქეებისთვის  უძრავი ქონების შესყიდვის შეზღუდვას ითვალისწინებს.  თუმცა მმართველმა გუნდმა სამივე ინიციატივა ჩააგდო.

დიდი დაპირისპირება საკანონმდებლო ორგანოში - ნახეთ, ხატია სამხარაძის სიუჟეტში