თავდაცვის სამინისტროში „საიდუმლო" გრიფით 5 მილიონ ლარზე მეტი დანამატი გასცეს - აუდიტის სამსახურის სკანდალური ანგარიში
ჯილდოებად გაცემული მილიონები, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. თავდაცვის სამინისტრო კოლოსალური თანხების გაცემას საგულდაგულოდ მალავდა და ბრძანებას "გრიფით საიდუმლო" დაედო, თუმცა მასშტაბურ დარღვევებს აუდიტის სამსახურმა მიაკვლია. 233 თანამშრომელზე 5 მილიონზე მეტია გაცემული სახელფასო დანამატების სახით. ირკვევა, რომ აქედან 83 თანამშრომელმა პრემია წინსწრებით აიღო. ანუ ის საქმე, რომლისთვისაც ფულადი ჯილდო მიიღეს ჯერ შესრულებული არ ჰქონდათ.
თავდაცვის სამინისტრო აღიარებს, რომ მილიონები საიდუმლო ბრძანებით სამხედროების გარდა თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის თანამშრომლებმაც აიღეს, თუმცა ვერ ასაბუთებს რისთვის, ან რამდენი იყო ერთ თანამშრომელზე გამოწერილი ჯილდოს რაოდენობა. უწყების ეს განცხადება კი აჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა საიდუმლო ბრძანებით დიდი რაოდენობით ფული სამინისტროს მაღალჩინოსნებმაც აიღეს.
დაღვევები თავდაცვის სამინისტროში - ნახეთ რეპორტაჟი