ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელზე სახელმწიფო კონტროლის გაძლიერება - ნათია კაპანაძე
საზოგადოებრივ მაუწყებელში სამეურვეო საბჭოს წევრების რაოდენობა იზრდება და მათი არჩევის წესი იცვლება. მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის საფუძველზე 6 წელი დარჩება თანამდებობაზე ბორდის თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე. "ოცნების" ექვსმა დეპუტატმა პარლამენტში კანონპროექტი უკვე დაარეგისტრირა. საბჭოს ორ წევრს მალე კომუნიკაციების ეროვნული კომისიაც წარადგენს.
მედია ომბუდსმენი ნათია კაპანაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოში გავლენებს აძლიერებს.
"შემოთავაზების თანახმად, ჩვენ ვხედავთ, რომ ხდება უფლებამოსილების გაზრდა. საზოგადოებრივ მაუწყებელზე კონტროლის გაძლიერება, კერძოდ ეს მოხდება კომუნიკაციების კომისიის ჩართულობით, რაც ნიშნავს იმას, რომ მარეგულირებელი კომისია, რომლის პოლიტიკური მიუკერძოებლობის მიმართაც არსებობს ეჭვები, იქნება დამატება საზოგადოებრივ მაუწყებელზე სახელმწიფო კონტროლისა. ეს პროექტი არ გულისხმობს აჭარის ტელევიზიის და რადიოს მთავარი საჭიროების გადაჭრას, მეორეს მხრივ კი ცვლილება რატომღაც მოიცავს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების დაშვებას იმუშაონ საზოგადოებრივ მაუწყებელში. - ამბობს ნათია კაპანაძე.