როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები ციფრულ ეპოქაში? - სამუშაო შეხვედრა თბილისში

23.05.23 11:57
როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები ციფრულ ეპოქაში? -  სამუშაო შეხვედრა თბილისში

როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები ციფრულ ეპოქაში? - ამ თემაზე ამ წუთებში სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს თბილისში. ევროპის საბჭოს ინიციატივით შეკრებილი არიან საარჩევნო ადმინისტრაციის, სამოქალაქო საზოგადოების  და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. 

 რატომ არის რეკომენდებული არჩევნების ელექტრონულად ჩატარება? ეს გამორიცხავს გაყალბების რისკებს და კოორდინატორების ზეწოლას ამომრჩევლებზე:

ევროპის საბჭოს გამოქვეყნებული აქვს სტანდარტები, რომელიც ეხება ელექტრონული საშუალებების გამოყენებას არჩევნებში, ეს ყველაზე თანამედროვე სტანდარტია. ევროპის საბჭო და ასევე სამთავრობო ასამბლეა მთავრობის მიერ მოწვევის შემთხვევაში დიდი ყურადღებით დააკვირდება, როგორ ჩაატარებს ქვეყანა არჩევნებს 2024 წლის ოქტომბერში. საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მონაწილეობა ამ პროცესში არის უმნიშვნელოვანესი რათა საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ მაღალი ნდობის ხარისხი. ევროპის საბჭო მოუწოდებს ყველა წევრ სახელმწიფოს რომ შეიმუშაოს კანონმდებლობა გამართული არჩევნების ჩასატარებლად - აცხადებს  საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი ნატალია ბუტოვა.