"დროა" ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილ აქციას უერთდება

23.05.23 13:09
"დროა" ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილ აქციას უერთდება

ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით დაანონსებულ აქციას "დროა" უერთდება.  ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ათონელის საპრეზიდენტო სასახლესთან უნდა მივიდეს ყველა, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია,  რადგან გავლენიანმა ევროპულმა და ამერიკულმა ორგანიზაციებმა "მთავარი არხის" დამფუძნებლის  პატიმრობა  პოლიტიკური დევნის კლასიკურ მაგალითად  და კრიტიკული არხის გაჩუმების მცდელობად გამოაცხადეს. 

ხოშტარიას თქმით, ევროპული დღის წესრიგი არის ჩვენი პრინციპული ბრძოლა და ამ ბრძოლაში ნიკა გვარამიას საკითხი არის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი. 

ფრენების აღდგენის ფონზე, ჩვენ ასევე მივიღეთ საჯარო ინფორმაცია, რომ ფრენების აღდგენის სპეცოპერაციის ნაწილი იყო რუსეთიდან დაყენებული წინაპირობა პროდასავლური მედიის გაჩუმების და დევნის. სწორედ რუსეთის დავალებით რუსულმა ოცნებამ ნიკა გვარამია გამოკეტა საპატიმროში. ჩვენ მივესალმებით და ვუერთდებით ნიკა გვარამიას თავისუფლების ორგანიზაციის მიერ დაანონსებულ აქციას 27-ში 6 საათზე პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან"- თქვა ხოშტარიამ. 

 27 მაისს 18:00 საათზე ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართება.