"მინდა, პარტნიორები დავარწმუნო, რომ შეშფოთების საფუძველი არ არსებობს" - არჩილ თალაკვაძე
"მინდა, პარტნიორები დავარწმუნო, რომ შეშფოთების საფუძველი არ არსებობს"- ასე პასუხობს "ქართული ოცნების" დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიდან გაკეთებულ განცხადებას.
საუბარია, მეთიუ მილერის განცხადებაზე, რომ შესაძლოა, საქართველოს აეროპორტებში კომპანიები სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ.
თალაკვაძის თქმით, ოპოზიცია ხელისუფლებისგან საკუთარი მოქალაქეების დასანქცირებას ითხოვს:
ჩვენი მოქალაქეების სანქცირებასთან დაკავშირებით, თავის დროზე რუსეთს ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად ჰქონდა მიღებული და ახლაც, ცალმხრივად, ჩვენი მონაწილეობის გარეშე, მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს. რეალურად, საქმე ეხება უბრალო მოქალაქეების მიმოსვლას და ის, რასაც რადიკალური ოპოზიცია ჩვენგან ითხოვს, არის წარმოუდგენელი, მიუღებელი და წინააღმდეგობაშია ჩვენი ქვეყნისა და საქართველოს მოქალაქეების ინტერესებთან. პრაქტიკულად, ისინი ითხოვენ, რომ ხელისუფლებამ დავასანქციროთ ჩვენი მოქალაქეები"- თქვა თალაკვაძემ.