ჩვენი პარტნიორებისგან ძალიან მკაცრი რეაქცია იქნება - ხოშტარია სახდეპის განცხადებაზე
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის რიგით მესამე გზავნილს "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია "ოცნების" მისამართით ღია მუქარად აფასებს. ოპოზიციონერი ლიდერი არწმუნებულია, რომ რუსეტთან პირდაპირი ფრენებსი აღდგენის გამო დასავლეთს მკაცრი რეაქცია ექნება. მისი თქმით, გამორიცხული არ არის, ევროპის მიმართულებით ფრენები საერთოშ შეუძლებელი გახდეს.
სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა უკვე მესამე განცხადება ძალიან მკაფიო, ძალიან მკაცრი, სადაც ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად, დაემუქრა „ქართულ ოცნებას“. მათ თქვეს, რომ მაშინ, როდესაც რუსეთი არის იზოლირებული მთელი მსოფლიოსგან, მასთან დაახლოება არის ძალიან საშიში გზავნილი დასავლეთისთვის. ასევე, ჩვენ ამ განცხადებაში ვხედავთ შესაძლებლობას მათ შორის სანქციების, კონკრეტული კომპანიების, მე ვერ ვიტყვი, იქნება ეს აეროპორტში მოქმედი კომპანიები, რაც გააჩერებს აეროპორტებს, რაც ნიშნავს ჩამოშლას საერთოდ ევროპაში, დასავლეთთან ფრენის და ა.შ. , თუ ეს იქნება ცალკეული კომპანიები. ეს არ ვიცი, მაგრამ ისე, როგორც ვითარდება მოვლენები, ძალიან დიდი ალბათობით, იქნება ძალიან მკაცრი რეაქცია ჩვენი პარტნიორებისგან, - თქვა ხოშტარიამ.