"ოცნება" პუტინს ალიბს აძლევს, რომ საქართველოში შემოვიდეს - მანჯგალაძე

23.05.23 13:49
"ოცნება" პუტინს ალიბს აძლევს, რომ საქართველოში შემოვიდეს - მანჯგალაძე

პაატა მანჯგალაძე "ოცნებას" ტროას ცხენივით შემოგორებულს უწოდებს.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი  პარლამენტის თავმჯდომარეს პასუხობს და ამბობს, რომ მმართველი გუნდი პუტინს ალიბს აძლევს, რომ საქართველოში შემოვიდეს.

შენ, პარლამენტის თავმჯდომარე თუ გამოდიხარ და ლაპარაკობ, რომ აქ ქართველები რუსების უფლებებს ვარღვევთ, ქსენოფობიურად ვართ განწყობილები და რუსების განადგურება გვინდა, რა პრობლემაა, აგერ დგას 35 კილომეტრში ტანკი და გამორიხინდება თბილისისკენაც. რატო ლაპარაკობთ ხალხო სისულელეს. დამატებითი ალიბი გინდათ მისცეთ პუტინს იმისთვის, რომ თბილისში შემოვიდეს. ასეთი მე არ მინახია. ტროას ცხენი ხომ იცით, რაც არის. ტროას ცხენი შეაგორეს, ესენი არიან შემოგორებულები და უარესებიც. ტროას ცხენზე უარესები არიან ესენი". - ამბობს პაატა მანჯგალაძე. 

შალვა პაპუაშვილმა დღეს ქსენოფობები უწოდა ყველა იმ ადამიანს, ვინც ფიქრობს, რომ პოლიციას ლავროვის ოჯახის წევრები და ზოგადად, რუსი მოქალაქეები არ უნდა დაეცვა.