ბრიანსკის ოლქში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კომპანიის საწყობები იწვის

23.05.23 14:04
ბრიანსკის ოლქში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კომპანიის საწყობები იწვის

უკრაინული გამოცემა Pravda-ს ინფორმაციით, ბრიანსკის ოლქში, სოფელ ძიატკოვოში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კომპანიის საწყობები იწვის.

ამ დრომდე არ გავრცელებულა ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.

როგორც გამოცემა წერს, საწყობს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კონტაქტორი კომპანია იყენებს , რომელიც კოსმოსური და სამხედრო აღჭურვილობის ოპტიკურ ნაწილებსა და სისტემებს აწარმოებს.