სახდეპის ბოლო გაფრთხილება ივანიშვილის ჭორვილაში ჩატოვება იქნება, იფრენს მერე აბასთუმანი-ჭორვილა-შუშის სასახლე- გოცირიძე
რომან გოცირიძე სახდეპის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ აშშ-ის სახელმწიუფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ბოლო გაფრთხილება ივანიშვილის ჭორვილაში ჩატოვება იქნება.
გოცირიძე ასევე საქართველოს აეროპორტების სანქცირებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ თუ ეს მოხდა, ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება.
“აშშ-ის სახდეპის საბოლოო გაფრთხილება ბიძინა ივანიშვილის სამუდამოდ ჭორვილაში ჩატოვება იქნება - იფრენს მერე აბასთუმანი-ჭორვილა-შუშის სასახლე. ფრენების აღდგენა და რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმება ეს ერთი საკითხია. იგივეა საქართველოში ლავროვის შვილის ჩამოსვლა, რადგან თავი არხეინად იგრძნეს და ჩათვალეს, რომ საქართველო მთლიანად მათი გავლენის ქვეშ არის მოქცეული. იგივეა ბორანის გახსნა ნოვოროსიისკში და ასე შემდეგ.
ეს არის საკითხების მთელი კომპლექსი, რომელიც იწვევს უდიდეს შეშფოთებას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო პარტნიორებში. საქართველომ დასავლეთს ზურგი აქცია და რუსეთისაკენ მიექანება. ეს მთავრობა ქვეყანას დიდ უბედურებას მოუტანს - ერთ-ერთი ასეთი ჩვენი აეროპორტების ბლოკირება შეიძლება იყოს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.