12 ადამიანი დაშავდა, დაზიანებულია სახლები და მანქანებები, უმეტეს დასახლებაში შუქი არ არის - ვითარება ბელგოროდში

23.05.23 14:28
12 ადამიანი დაშავდა, დაზიანებულია სახლები და მანქანებები, უმეტეს დასახლებაში შუქი არ არის - ვითარება ბელგოროდში

ბელგოროდში, თავდასხმის შედეგად, დაშავებულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა.

ბელგოროდის გუბერნატორის თქმით, დაზიანებულია სახლები და მანქანებები, უმეტეს დასახლებაში შუქი არ არის.

მისივე ცნობით, ორშაბათს ბელგოროდის რაიონი 15-ჯერ დაიბომბა, შებეკინსკის ურბანული რაიონი კი 25-ჯერ.

"გრეივორონის ურბანული ოლქის დასახლებები საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა, ასევე თავს დაესხნენ თვითმფრინავებს. დაშავდა 12 მშვიდობიანი მოქალაქე, დაზიანდა 29 კერძო სახლი და სამი მანქანა. 14 დასახლებაში შუქი არ არის", - წერს ვიაჩესლავ გლადკოვი.