კითხვები ფარცხალაძეს დაუსვით - თალაკვაძე
არის თუ არა ოთახ ფარცხალაძე რუსეთში "ქართული ოცნების" მთავარი შუამავლი - "ოცნება" კითხვაზე პასუხს აღარ პასუხობს. არჩილ თალაკვაძის თქმით, ეს კითხვა თავად ყოფილ მთავარ პროკუროს უნდა დავუსვათ და არა მას.
"ოცნების" წევრი ამტკიცებს, რომ ქვეყნას საგარეო ურთიერთობებში ხელისუფლება წარმოადგენს.
შეგიძლიათ მიბრძანდეთ ფარცხალაძესთან და დაუსვათ ნებისმიერი კითხვა. დარწმუნებული ვარ, გაგცემთ ის პასუხს. არაერთხელ ყოფილხართ მის სახლთან, არაერთხელ დახვედრიხართ მანქანას. ამიტომ, შეგიძლიათ მიხვიდეთ, დაუსვათ კითხვები და პასუხებს გაგცემენ" - თქვა თალაკვაძემ.