ფარული მოლაპარაკებები რუსეთთან - ანა ნაცვლიშვილი პარლამენტისგან განმარტებას ითხოვს
"ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი რუსეთთან ფარულ მოლაპარაკებებს აშკარას უწოდებს და ამბობს, რომ ახლა პასუხი უნდა გაეცეს კითხვებს, თუ ვინ არიან საქართველო-რუსეთ შორის მთავარი მომლაპარაკებლები და რა არის ამ მოლაპარაკების საგანი.
რაც შეეხება ფარცხალაძის ფაქტორს, ოპოზიციონერი დეპუტატი აღნიშნავს, რომ ამ საკითხისგან დამოუკიდებლადაც ყოფილი პროკურორი მძიმე ლაქაა "ქართული ოცნებისთვის"
აშკარაა, რომ მიმდინარეობს ფარული მოლაპარაკებები, რა ფორმატია ეს, ვინ შექმნა ეს ფორმატი, რა მანდატი აქვს მომლაპარაკებელს, ვინ არის ეს მომლაპარაკებელი და რა არის მოლაპარაკების საგანი.
ფარცხალაძის ფაქტორი, ფაქტორია და ძალიან მძიმე, შავი ლაქაა "ოცნებისთვის" ამ საკითხებისგან დამოუკიდებლადაც.
ამ თემებში ჩართული ვინაა, ამაზე პასუხი უნდა გასცეს ხელისუფლებამ. მაშინ, როდესაც კონსტიტუციით, საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე გადაწყვეტილების მიმღები მთავარი ორგანო არის პარლამენტი, როგორ ხდება, რომ პარლამენტის, შესაბამისად, მოქალაქეებისგან ფარულად და მალულად მიმდინარეობს მოლაპარაკებები".- ამბობს ანა ნაცვლიშვილი