ეს სცენარი ენმ-ს ლიდერების დაკავებით დასრულდება - კილაძე ხაბეიშვილ-ბერძენიძის თანამშრომლობაზე
ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის მომხრეებს აინტერსებთ, რა უნდა ხაბეიშვილს და რატომ ცდილობს კავშირების დამყარებას გია ბერძენიძესთან, ადამიანთან, რომელიც სააკაშვილს ხან სახელმწიფოებრივ გადატრიალებაში ადანაშაულებდა და ხან სისხლიანი რევოლუციის შემოქმედად ასახელებდა.
"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე "პირველებთან" ამბობს, რომ "ოცნებამ" "ენმ"-ში საგანგებო მისიით გააგზავნა გია ბერძენიძე და ეს ყველაფერი საბოლოოდ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების დაკავებით დასრულდება.
მე ვხედავ სცენარს ჰორიზონტზე, როგორ აძლევს გია ბერძენიძე ჩვენებას, რომ "ნაციონალური მოძრაობა" აწყობდა სამხედრო გადატრიალებას იარაღის გამოყენებით, რომ მას ჰქონდა დავალება და ფული გადასცა, მაგალითად, პეტრე ცისკარიშვილმა, იმისთვის, რომ შეეძინა იარაღი და მოეხდინა კანონიერი ხელისუფლების დამხობა. ასეთ სცნარებაში მონაწილეობს და ასეთ სცენარებში მონაწილეობდა ის 2007 წელს, როდესაც 7 ნოემბრის აქციების შემდგომ ჩვენება მისცა საკუთარი თანამებრძოლების წინააღმდეგ და 8 ადამიანი დააჭერინა, თავად კი 4000 ლარიანი გირაოთი გამოუშვეს, თავად კი როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა "ქართული ოცნება", ის გადაპორტირდა "ოცნებასთან" და იყო "ოცნების" ყველაზე ბინძური დავალებების შემსრულებელი. არის ძალიან ცნობილი პრორუსი, რუსული პოლიტიკის გამტარებელიდ ა რაც მთავარია, ადამიანი კინოსტუდია, რომელიც იღებს და იწერს ყველას, ვისთანაც აქვს მას ურთიერთობა. ჩემთვის, პირადად, ეს იყო შოკი, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების გვერდზე ბერძენიძის გამოჩენა. რაზე ლაპარაკობენ ამ ადამიანებთან, რომელიც რუსეთის დავალებების უშუალო შემსრულებლები არიან. თუ ეს არის მიშას თავისუფლებისკენ მიმავალი და "ოცნების" დამარცხების გზა, რა ვიცი, ამას ყველანი დავინახავთ, მაგრამ მგონია, რომ ეს არის კარგად დაგეგმილი სცენარი, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების დაკავებით დასრულდება". - ამბობს ელისო კილაძე.
სააკაშვილის ლანძღვით სააკაშვილის პარტიისკენ - "ნაციონალურ მოძრაობაში" ადასტურებენ, რომ თანამშრომლობას იწყებენ ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა მოძრაობის შეფთან, გია ბერძენიძესთან.