ექსკლუზივი: მეთიუ ბრაიზა "ოცნებას" მოსალოდნელი სანქციების შესახებ აფრთხილებს
სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი მეთიუ ბრაიზა საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებს, სახდეპის განცხადებებს ყურადღებით მოეკიდოს. ამის შესახებ ის "პირველებთან" ინტერვიუში საუბრობს.
ბრაიზას თქმით, უწყება სათქმელს მკაფიოდ, თუმცა კორექტულად ამბობს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ შტატებს სანქციებზე რეკომენდაცია, ფაქტობრივად, გაცემული აქვს.
სახელმწიფო დეპარტამენტი ყველა სიტყვას ძალიან ფრთხიალდ არჩევს, რათა გადმოსცეს სათქმელი ძალიან მკაფიოდ, მაგრამ აკურატულად. სახელმწიფო დეპარტამენტი სანქციების რეკომენდაციას გასცემდა, მაგრამ სანქციების დაწესების გადაწყვეტილება შტატების სახ დეპის აღმასრულებელმა ჯგუფმა უნდა მიიღოს, ამაში კი სახ დეპის ხაზინა და სავაჭრო დეპარტამენტი დიდ როლს თამაშობენ. ამ განცხადების ყველა სიტყვას დავაკვირდებოდი და სიტყვებს დიდ ფასს მივანიჭებდი. სახელმწიფო დეპარტამენტს, ისევე როგორც ბაიდენის ადმინისტრაციის სხავა აღმასრულებელ ორგანოებს, სურს დარწმუნდნენ, რომ არცერთი ქვეყანა არ მიმართავს ისეთ ქმედებას, რომელსაც პუტინი უკრაინაში ომის გასაგრძელებლად გამოიყენებს. სანქციების მიღების ყველა გადაწყვეტილება თავის მხრივ, უნიკალურია . ზოგ შემთხვევაში კონკრეტულ ინდივიდებს ასანქცირებენ, ხოგჯერ კომპანიებს, ეს დამოკიდებულია კონკრეტულ გარემოებებზე, - ამბობს ბრაიზა.
მეთიუ ბრაიზა "ქართული ოცნების" რუსულ კურსს იმედის გამაცრუებელს უწოდებს და ამბობს, რომ პუტინი კეთილი საქმეების კეთებას მიჩვეული არ არის და პირდაპირი ფრენების შესახებ მისი გადაწყვეტილებაც კეთილი ჟესტი ვერ იქნება.
ჩემთვის ძალიან იმედისგამაცრუებელია, როცა ქართველი ხალხის 85 პროცენტს ევროკავშირსა და ნატოში შეცვლა უნდა, ამ დროს კი საქართველოს არჩეული მთავრობა წყვეტს, რომ სხვა მიმართულებით რუსეთისკენ უნდა წავიდეს. ამიტომ გაუგეგარია, რატომ წყვეტს მთავრობა თვითონ საფრთხეში ჩააგდოს მისი არჩევის შანსები, ისეთი რამეების გაკეთებით, რომელიც დაეხმარება რუსეთს. პუტინი კარგი საქმეების კეთებით ცნობილი არ არის. რატომ უნდა ჩათვალოს ვინმემ ეს პუტინის კეთილ ჟესტად? ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გულუბრყვილო გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობამ შეიძლება მიიღოს, - ამბობს ამერიკელი მაღალჩინოსანი.
საქართველოს აეროპორტების კომპანიები, შესაძლოა, სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რიგით მესამე გზავნილშია ნათქვამი. უწყება რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო შეშფოთებულია. როგორც პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, ახლა რუსეთთან ურთიერთობის დათბობის დრო არ არის.