შალელაშვილის მსგავსი ადამიანები პუტინს და ივანიშვილს დამხმარე ძალად სჭირდება - გიორგი ბარამიძე

23.05.23 17:55
შალელაშვილის მსგავსი ადამიანები პუტინს და ივანიშვილს დამხმარე ძალად სჭირდება - გიორგი ბარამიძე

"ოცნების" ახალი სატელიტი პარტიის შექმნას ოპოზიციაში ეხმიანებიან. ენმ-ს წევრი გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ შოთა შალელაშვილის მსგავსი ადამიანები პუტინს და ივანიშვილს დამხმარე ძალად სჭირდება. მისი თქმით, ასეთი ადამიანების გაკონტროლება პუტინისთვის უფრო მარტივია. 

ბატონი შალელაშვილი იცის ჩვენმა საზოგადოებამ და ის არც მალავს, რომ არის ბიძინა ივანიშვილის მომხრე, არც მალავს, რომ ის რუსეთის მოქალაქეც არის, შესაბამისად, ასეთი პიროვნებები თუ ასეთი ძალები, მათ შორის, რომლებიც სხვადასხვა მაქინაციებში არიან გასვრილები და აქედან გამომდინარე პუტინის მიერ უფრო ადვილად შეიძლება იყვნენ გაკონტროლებულები, სჭირდება პუტინს, სჭირდება ბიძინა ივანიშვილს დამხმარე ძალად და ასეთი ტიპის დამხმარე ძალებს ის, ვხედავთ კიდეც, პარლამენტში თუ პარლამენტს გარეთ, შესაბამისად იყენებს ყველას, თავისი ბინძური საქმე აქვს მიჩენილი, - ამბობს გიორგი ბარამიძე.

პოლიტიკურ ასპარეზზე "ქართული ოცნების" ახალი სატელიტი პარტია ჩდება - მმართველი პარტიის ყოფილი წევრი  შოთა შალელაშვილი ამბობს, რომ დამოუკიდებელ პოლიკურ თამაშს იწყებს.  მან დღეს პარტია "თაობები საქართველოსთვის" ოფიცალურად დაარეგისტრირა.