სააკაშვილის მაგინებელი ენმ-ს პარტნიორი ხდება - პარტიის წევრები ხაბეიშვილსგან განმარტებებს ითხოვენ

23.05.23 20:10
სააკაშვილის მაგინებელი ენმ-ს პარტნიორი ხდება - პარტიის წევრები ხაბეიშვილსგან განმარტებებს ითხოვენ

მიხეილ სააკაშვილის მაგინებელი სააკაშვილის პარტიის პარტნიორი ხდება. ლევან ხაბეიშვილმა თანამშრომლობის ხელი  გია ბერძენიძეს გაუწოდა. ბერძენიძე მესამე პრეზიდენტი ნომერ პირველი მტერი იყო და მას არაერთ უმძიმეს ბრალდებას უყენებდა.  

"ვეტერანთა და პატრიორტთა მოძრაობის" წევრებთან გადაღებული ფოტოს  შემდეგ, ხაბეიშვილისგან ახსნა-განმარტებას პარტიის წევრები ითხოვენ.  აინტერესებთ, რატომ ჩაანაცვლეს სააკაშვილის მაგინებლებმა პარტიის სტაჟიანი  მხარდამჭერები და იცის თუ არა ამის შესახებ  თავად სააკაშვილმა.

ადამიანები, ვინც წლებია ბერძენიძის საქმიანობას იცნობენ, არ გამორიცხავენ, რომ  მისი თანამშრომლობა "ნაციონალურ მოძრაობასთან"  პარტიის ლიდერების დაკავებით დასრულდეს.  მათი თქმით, 2007  წელს მისი თანამებრძოლები სწორედ ბერძენიძის  ჩვენებების საფუძველზე დაიჭირეს,  "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი ის მმართველ პარტიაში გადაბარგდა და  შავი საქმეების ერთ-ერთ  შემსრულებლად ითვლებოდა.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.