ივანიშვილის ახალი მაშველი რგოლი - "ოცნების" სატელიტებს შორის ახალი პარტია გაჩნდა

23.05.23 20:16
ივანიშვილის ახალი მაშველი რგოლი - "ოცნების" სატელიტებს შორის ახალი პარტია გაჩნდა

"ოცნების" სატელიტებს შორის ახალი პარტია გაჩნდა. ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილის ახალი მოკავშირე გამოვიდა.  საქართველოს, ისრაელისა და რუსეთის მოქალაქე  შოთა შალელაშვილი პოლიტიკურ მოძრაობას აფუძნებს.

წინა მოწვევის  პარლამენტის ყველაზე მდიდარი წევრი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას იწყებს და პოლიტიკურ მომავალს  ივანიშვილთან ერთად ხედავს. შალელაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ივანიშვილის პარტიას  თუ დასჭირდება, კოალიციასაც შეუქმნის, თავად ოლიგარქი კი პრემიერად უნდა დაბრუნდეს.   

მას შემდეგ რაც შალელაშვილის შვილი ამერიკის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ამერიკული საბანკო ანგარიშებიდან ასობით მილიონი დოლარის მოპარვის ბრალდებით დააკავა,  ცნობილი გახდა, რომ გარი შალელაშვილი  მოპარულ ფულს  "ქართუ ბანკში" ინახავდა.  მოგვიანებით, როცა საქართველოს პროკურატურამ ეს  საქმე გახსნა, გაირკვა, რომ გარი შალელაშვილმა  ფიქტიური დანიშნულებით საბანკო ტრანზაქციები განახორციელა  და დანაშაულებრივი გზით მიღებული ფული უძრავ ქონებაში დაიბანდა. ამის შემდეგ ივანიშვილის ბანკმა გარი შალელაშვილს ფული გაუყინა.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.