ახალი სანქციების საფრთხე საქართველოსთვის - აშშ-ს სახდეპი "ოცნებას" მესამე გაფრთხილებას აძლევს

საქართველოს ახალი სანქციების საფრთხე ეუქრება. ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის გავლენიანი პირებს, რომლებიც რუსეთის დახმარებაში არიან მხილებული, შესაძლოა, მალე უმკაცრესი შეზღუდვები დაუწესონ. უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვაშინგტონი ახალ სიაზე აქტიურად მუშაობს.რუსეთთან ფრენების აღდგენა ამერკისთვის ბოლო განგაშის სიგნალი იყო.
"პირველების" ინფორმაციით, შეერთებული შტატების შესაბამის სამსახურებს უკვე აქვთ მტკიცებულებები, ვინ იდგა კონკრეტული გადაწყვეტილებების უკან და რის ფასად გაუხსნეს რუსეთს ქართული ცა.
"ქართული ოცნება" დღეს ცდილობდა მთავარი სტრატეგიული პარტნიორი დაერწმუნებინა, რომ სანქციების საფუძველი არ არსებობს, თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტიდან მესამე გაფრთხილება მიღებულია.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.