რუსეთი უკრაინაში კონფლიქტის გაყინვის წინააღმდეგია - პესკოვი

24.05.23 10:43
რუსეთი უკრაინაში კონფლიქტის გაყინვის წინააღმდეგია - პესკოვი

რუსეთი უკრაინაში კონფლიქტის გაყინვის წინააღმდეგია - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი მხოლოდ "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" დასრულებას განიხილავს.

"რუსეთი განიხილავს მხოლოდ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასრულებას: საკუთარი ინტერესების უზრუნველყოფას, რუსეთის მიზნების მიღწევას ან სპეციალური სამხედრო ოპერაციით, ან სხვა ხელმისაწვდომი საშუალებებით", - თქვა პესკოვმა კითხვაზე პასუხად, განიხილავს თუ არა რუსეთი კონფლიქტის გაყინვის შესაძლებლობას.