"ოცნებამ" ერის განადგურება დაიწყო - დავით ჭიჭინაძე
"ტრიბუნას" ლიდერი დავით ჭიჭინაძე საქართველოში არსებულ მძიმე კონომიკურ ვითარებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ინფლაციის პრობლემა, ქვეყანაში ქურდობის მანიშნებელია.დავით ჭიჭინაძის თქმით, ფულით, რომელიც, წესით, ქვეყნის ეკონომიკას უნდა ხმარდებოდეს, მევახშეები სარგებლობენ.
ოპოზიციონერი ლიდერი შექმნილ ვითარებაში ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ "ოცნებამ" ერის განადგურება დაიწყო.
ინფლაცია ნიშნავს ქურდობას. ქურდობა კი კანონით ისჯება, თუმცა, როგორც ჩანს, არა საქართველოში, რადგან ყველაზე დიდი ქურდობა ხდება ბანკების მიერ და ეს არავის აინტერესებს. მხოლოდ ბანკირების შემოსავალი იზრდება, ხალხი კი დღითიდღე ღარიბდება და იმიტომ.თან ჩვენთან ფულს კატასტროფული ფასი აქვს. გაძვირებული ფულით კი ინფლაციის გაჩერება წარმოუდგენელია, რაც თავის მხრივ ეკონომიკის გაჩერებას იწვევს.
აი, ამ ყველაფერს გვიმტკიცებს ღარიბაშვილი უკუღმა და მაშინ, როდესაც მთავარი მიზანი ხალხის გამდიდრება და ყველაფრის ხელმისაწვდომობა უნდა აყოს, იმ ფულით, რომელიც წესით, ეკონომიკას უნდა მოხმარდეს, მევახშეები სარგებლობენ.მოკლედ, ერის განადგურება დაიწყო „ოცნებამ“, რადგან, ღარიბ-ღატაკ ქვეყანას რა სტატუსიც არ უნდა ჰქონდეს, ის ხალხს ვერ შეინარჩუნებს, - ამბობს დავით ჭიჭინაძე.