აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებები გაუგებარია - ირაკლი ჩიქოვანი

24.05.23 11:20
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებები გაუგებარია - ირაკლი ჩიქოვანი

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განაცხადებები, რომელიც მოსალოდნელი სანქციების შესახებ საუბრობს, გაუგებარია. ირაკლი ჩიქოვანი ირწმუნება, რომ საქართველოს დახმარებით რუსეთი სანქციებს გვერდს ვერ აუვლის და არცერთ სანქცირებულ ბორტს საქართელოში ფრენის საშუალება არ ექნება.

ჩვენთვის გაუგებარია ის განცხადებები, ვინაიდან არცერთი ფაქტი არ არსებობს, რომელიც ადასტურებს იმას, რომ საქართველოში რაიმე ფორმით მოხდება სანქციების თავის არიდება და შესაბამისად, ასევე გაკეთდა განცხადებები მაშინ, როდესაც ფრენები აღდგა, არც ამ შემთხვევაში მოხდება სანქციებისთვის თავის არიდება და ამის საშუალებას არ მივცემთ არცერთ სანქცირებულ ბორტს და არცერთ სანქცირებულ კომპანიას. ქვეყანას აქვს გაცხადებული ჩამოყალიბებული პოლიტიკა, რომელიც ყველასთვის ცნობილია, - ამბობს ირაკლი ჩიქოვანი.