ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელი საქართველოშია - კოლომინამ ოფიციალური შეხვედრები უკვე დაიწყო
ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელი საქართველოშია - ხავიერ კოლომინამ ოფიციალური შეხვედრები უკვე დაიწყო.
ევროპელი პოლიტიკოსი უკვე შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ასევე სალომე ზურაბიშვილს. ნატო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელს ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები აქვს დაგეგმილი აღმასრულებელი ხელისუფელბის წარმომადგენლებთან და ოპოზიციასთანაც.
12 საათზე კოლომინა შეხვდება პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს. მთავარი საკითხები 12 პუნქტი, ქვყენის უსაფრთხოება და მოახლოებული ნატოს სამიტი იქნება.