უცნაურია, რომ სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებს ვერ აცნობიერებენ - მაკა ბოჭორიშვილი
"ქართული ოცნების" წევრი მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ სტრატეგიული პარტნიორები კარგად ვერ აცნობიერებენ იმ საფრთხეებს, რომელიც საქართველოს წინაშეა. დეპუტატი აშშ-ს სახდეპის განცხადებას უცნაურს უწოდებს და იმედოვნებს, რომ ამერიკა უკეთ გააცნობიერებს იმ რეალობას, რომელშიც საქართველო იმყოფება.
ზოგადად, გულდასაწყვეტია და უცნაურია, როდესაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები კარგად ვერ აცნობიერებენ იმ საფრთხეებს, რა საფრთხეების ქვეშაც საქართველო არის და იმ გეოპოლიტიკურ მოცემულობას, რომელშიც საქართველოს უწევს ცხოვრება. ჩვენი მოველით ჩვენი სტატეგიული პარტნიორებისგან, რომ უფრო კარგად გააცნობიერებენ ამ რეალობას და უცნაურია, როცა მსგავსი რეაგირებები მოჰყვება იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც მოდის რუსეთის მხრიდან, - ამბობს მაკა ბოჭორიშვილი.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა "ოცნებას" მესამე გაფრთხილება მისცა. გუშინ გავრცელებულ გზავნილში სტრატეგიულმა პარტნიორმა თქვა, რომ საქართველოს აეროპორტების კომპანიები, შესაძლოა, სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ.