არამოსამართლე წევრების არჩევა - ოპოზიცია "ოცნებასთან კონსულტაციებზე უარს აცხადებს

24.05.23 11:47
არამოსამართლე წევრების არჩევა - ოპოზიცია "ოცნებასთან კონსულტაციებზე უარს აცხადებს

სამი სასურველი კანდიდატის დანიშვნის შემდეგ „ქართული  ოცნება“ ოპოზიციას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრის ასარჩევად კონსულტაციებს სთავაზობს. ოპოზიცია კი "ოცნებასთან" მოლაპარაკებებს არ აპირებს. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ  ეს პროცესი უკვე დაიზინებულია, რადგან სამი არამოსამართლე წევრის და ხუთი დეპუტატის გადაბირებით ხელისუფლებამ კლანი უკვე გააძლიერა.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ "ოცნება" ახლა ცდილობს შექმნას იმიტაცია, თითქოს პროცესი შეთანხმებით მიმდინარეობს.

მე ვერ ვხედავ ახლა აზრს, თუ რა კონსულტაციები უნდა გაიაროს „ქართულმა ოცნებამ“ , იმიტომ, რომ მთავარი არსი რეკომენდაციის შესრულების იყო, რომ კლანი დასუსტებულიყო, უმრავლესობა ყოფილიყო ისე აწყობილი, რომ ბალანსი ყოფილიყო გადაწყვეტილებების მიღებაში. ახლა ბალანსი აღარ არის, კლანი გაფართოვდა, ამიტომ აზრს ფუნქციონირების ამ კონსულტაცების ვერ ვხედავ, - ამბოლბს ხატია დეკანოიძე. 

 "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე პირდაპირ მაბობს, რომ "ოცნებამ" კონსულტაციის ნაცვლად, რეალურად,  შანტაჟის და ზეწოლის გზა აირჩია. 

„ქართულმა ოცნებამ“ ნაცვლად კონსულტაციისა, აირჩია შანტაჟის, ზეწოლის ოპოზიციაზე, გადაბირების გზა და იცით, რომ 3 ადამიანი ამ გზით გიაყვანა. ახლა დარჩენილია ისევ „ქართული ოცნების“ მოწონებული 4 „საუკეთესო შედეგების“ მქონე კანდიდატი. გვაშანტაჟებს, რომ თუ ამ ჩვენს კანდიდატზე ნოტარიუსის როლს არ შეასრულებთ და 3 ხმას არ დაგვიმატებთ, სგამოვაცხადებთ, რომ თქვენ გინდათ კანდიდატის სტატუსის ჩაგდება. კონსულტაცია ნიშნავს, რომ მე მაქვს არჩევანი, ვიღაცას დავუჭირო მხარი და ვიღაცას არ დავუჭირო, - ამბობს  პაატა მანჯგალაძე.