Bloomberg-ის ჟურნალისტი ღარიბაშვილს: პუტინის ნარატივს იმეორებთ?

24.05.23 11:55
Bloomberg-ის ჟურნალისტი ღარიბაშვილს: პუტინის ნარატივს იმეორებთ?

პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ ფრენები რუსეთთან ჩვეულებრივი ამბავია და რომ საქართველოს აქვს სუვერენული უფლებები, რომ ჰქონდეს საკუთარი ეროვნული ინტერესები.

ჟურნალისტის კითხვაზე, "თქვენ პუტინის ნარატივზე არ ხართ?" - პრემიერი პასუხობს, რომ რუსეთთან მხოლოდ  ჩვეულებრივი სავაჭრო ურთიერთობები აკავშირებს.

"საქართველოს აქვს სუვერენული უფლებები, რომ ჰქონდეს საკუთარი ეროვნული ინტერესები. როგორც განვმარტე, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები გვაქვს რუსეთთან. 1 მილიონი ეთნიკურად ქართველი გვყავს, რომლებიც რუსეთში ცხოვრებენ და რუსეთთან პირდაპირი ფრენები, მე მგონი, ჩვეულებრივი ამბავია. თან ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაიმე პოლიტიკურ კონსულტაციებს ვაწარმოებთ რუსეთთან. როგორც ვახსენე ეს არის ჩვენი ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობების შემადგენელი ნაწილი. როგორც ევროკავშირი და ამერიკა აკეთებს რუსეთთან“

ჟურნალისტი - თქვენ პუტინის ნარატივზე არ ხართ? ეს ურთიერთობები, მხოლოდ ფრენების ჭრილში რომ ვნახოთ.

- არ ვიტყოდი ასე, ეს არის ჩვეულებრივი სავაჭრო ურთიერთობები".