რუსეთთან ურთერთობების ამ ტემპით დათბობა ივანიშვილის დავალებაა - საბა ბუაძე

24.05.23 12:10
რუსეთთან ურთერთობების ამ ტემპით დათბობა ივანიშვილის დავალებაა - საბა ბუაძე

"ლელოს" წევრი საბა ბუაძე დარწმუნებულია, რომ რუსეთთან ჩქარი ტემპებით ურთიერთობების დათბობა სწორედ ბიძინა ივანიშვილის დავალებაა. ოპოზიციის წევრის თქმით, ხელისუფლება ოლიგარქის დავალებებს გულმოდგინედ ასრულებს. 

"ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოში ივანიშვილის გარეშე არანაირი გადაწყვეტილების მიღება არ ხდება მმართველ პარტიაში, შესაბამისად ის, რომ რუსეთთან ასეთი დიდი ტემპებით მიმდინარეობს ურთიერთობების დათბობა, არის მისი პირადი დავალება, რომელსაც ასრულებს ძალიან გულმოდგინედ ქართული ოცნება" - თქვა პარტიის "ლელო - პარტნიორობა თბილისისათვის" თავმჯდომარემ, საბა ბუაძე.

ცნობილია, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა "ოცნებას" მესამე გაფრთხილება მისცა. გუშინ გავრცელებულ გზავნილში სტრატეგიულმა პარტნიორმა თქვა, რომ საქართველოს აეროპორტების კომპანიები, შესაძლოა, სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ.