მე მშვიდობის ადამიანი ვარ - ღარიბაშვილი

24.05.23 12:15
მე მშვიდობის ადამიანი ვარ - ღარიბაშვილი

უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით, უჭერთ თუ არა მხარს ჩინეთის მშვიდობის ფორმულას - ეს კითხვა კატარის ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჟურნალისტმა დაუსვა, რის საპასუხოდაც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ის მშვიდობის ადამიანია და სტაბილურობის და მოლაპარაკებების სჯერა.

"ნამდვილად მივესალმები ნებისმიერ ძალისხმევას, ნებისმიერი ქვეყნიდან, ნებისმიერი ლიდერიდან, რომელიც მშვიდობისკენ უბიძგებს ქვეყნებს. მოლაპარაკებებისკენ გარკვეულ ძალისხმევას განახორციელებს. ზოგადად ვამბობ, მე მშვიდობის ადამიანი ვარ. მე სტაბილურობის და მოლაპარაკებების მჯერა."- განაცხადა პრემიერმა.