"მალე ნატო-ს სამიტია, არ ვიცით, რა გზავნილების წარდგენას აპირებს "ოცნება" ან მიდის თუ არა" - დეკანოიძე

24.05.23 12:41
"მალე ნატო-ს სამიტია, არ ვიცით, რა გზავნილების წარდგენას აპირებს "ოცნება" ან მიდის თუ არა" - დეკანოიძე

ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელი საქართველოშია - ოპოზიციას აინტერესებს, რა გზავნილების წარდგენას აპირებს "ოცნება" ნატო-ს სამიტზე, რომელიც ვილნიუსში ძალიან მალე გაიმართება.

ხატია დეკანოიძეს აინტერესებს, რუსეთისკენ გადადგმული ფართო ნაბიჯების ფონზე, რა საგარეო კურსს დაიჭერს საქართველოს მთავრობა.

"ნატოს სამიტია ძალიან მალე, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ჩვენ არ გვახსოვს ღია გზავნილი, თუ რა სახის გზავნილების წარდგენას აპირებენ ვილნიუსში, საერთოდ მიდის თუ არა პრემიერ მინისტრი, ესწრება თუ არა თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრები,  რა არის მათი გეგმა. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი ის, რაც რეალურად არის ძალიან მნიშვნელოვანი დღეს საქართველოსთვის და განსაკუთრებით, ეს ეხება რუსეთისკენ გადადგმულ ძალიან ფართო ნაბიჯებს, რომელმაც შეიძლება შეუქცევადი პროცესები გამოიწვიოს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლასთან დაკავშირებით" - ხატია დეკანოიძე.