ეს მავნებელი, რუსეთის სათქმელს ამბობს - გოცირიძე ღარიბაშვილზე

24.05.23 13:25
ეს მავნებელი, რუსეთის სათქმელს ამბობს - გოცირიძე ღარიბაშვილზე

რომან გოცირიძე პრემიერ-მინისტრის კატარის ეკონომიკურ ფორუმზე გაკეთებულ განცხადებებს მავნებლურს უწოდებს.

გოცირიძის თქმით, საერთაშორისო ტრიბუნაზე ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთის სათქმელი თქვა.

" ეს თავგასულობა უკვე აღწევს მწვერვალს. ყველა ის მავნებლური განცხადებები, რაც კეთდებოდა საქართველოში უკვე გაიტანეს საგარეო ტრიბუნაზე. ორადორი ვისაც მსგავსი ენით საუბარი შეუძლია დღეს ეს არის პუტინი და ლუკაშენკო. ახლა მესამე გამოჩნდა ეს მავნებელი და რუსეთის სათქმელს ამბობს თავად" - რომან გოცირიძე.

ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა კატარის ეკონომიკურ ფორუმზე უკრაინაზე იერიშით დაიწყო. პრემიერმა საერთაშორისო  ტრიბუნიდან ომში მყოფი ქვეყანა სხვების ომში ჩამრთველად გამოაცხადა.  პრემირმა დღეს  რუსეთთან ფრენებს ჩვეულებრივი ამბავი უწოდა და თქვა, რომ ეს ეროვნული ინტერესია, რადგან რუსეთში მილიონი ქართველი ცხოვრობს. არადა ოფციალური მოანცემებით ეს რიცხვი მინიმუმ 7-ჯერ უფრო ნაკლებია. ღარიბაშვილმა დღეს ვერც ის  თქვა, რომ სახელმწიფო მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე პასუხიმგებლობას იღებს