"მკვლელი არ არის, ტყუილია ეს ყველაფერი" - უზბეკეთის მოქალაქის მკვლელობისთვის დაკავებული კაცის მეზობლები

24.05.23 13:44
"მკვლელი არ არის, ტყუილია ეს ყველაფერი" - უზბეკეთის მოქალაქის მკვლელობისთვის დაკავებული კაცის მეზობლები

უზბეკეთის მოქალაქის მკვლელობისთვის დაკავებული კაცის მეზობლებს და ახლობლებს ახმეტაში მომხდარზე საუბარი უჭირთ.

ისინი ამბობენ, რომ ხოხობაშვილი წლების განმავლობაში ცხოვრობდა უცხოეთში. მოკლული ქალის შესახებ კი არავინ არაფერი იცის. სოფელში ამბობენ, რომ დაკავებულ კაცს ფინანსურად არ უჭირდა, ამიტომაც მათთვის დაუჯერებელია ვერსია, რომ მან 55 წლის ქალი თანხის გამო გაიმეტა ასე სასტიკად.

ვერ დავიჯერებ მისგან, დაუჯერებელია ეს ფაქტი. ხან აქ ცხოვრობდა, ხან საზღვარგარეთ. მას თანხა არ დასჭირდებოდა, მუშაობდა და თანხაც ჰქონდა. ოჯახი ჰყავს ცოლიც და შვილებიც. ტყულია ეს ყველაფერი. სიმართლე ის არის, რომ მკვლელი არ არის". - ამბობს მეზობელი. 

ქალის მკვლელობისთვის დაკავებული წინასარი დაკავების იზოლატორშია. ის დანაშაულს აღიარებს.

სასტიკი მკვლელობა კახეთში გუშინ მოხდა. შსს-ს ინფორმაცია ქალს დაზიანებები ბლაგვი საგნით მიაყენეს და ახალგაზრდა ქალის ცხედარი მდინარეში გადააგდეს. 

არაოფიციალური ინფორმაციით. სასტიკი დანაშაულის მოტივი 10 ათასი დოლარი გახდა, რომელიც ქალს სამკურნალოდ ჰქონდა მოგროვებული.