პირდაპირ ითხოვდნენ მეორე ფრონტის გახსნას - ღარიბაშვილის შემდეგ უკრიანაზე იერიში კობახიძემაც მიიტანა
ირაკლი ღარიბაშვილის უკრიანაზე იერიში საერთაშორისო ტრიბუნიდან საქართველოში პარტიის თავმჯდომარემაც მიიტანა.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას უკრაინის მაღალჩინოსნები, დანილოვი და პოდოლიაკი პირდაპირ ითხოვდნენ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, საერთაშორისო საზოგადოებამ იცოდეს ეს ძალიან მძიმე ინფორმაცია და ის ასევე გაზიარებული უნდა იყოს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც.
შეგახსენებთ, რომელი თანამდებობის პირები ითხოვდნენ ღია ტექსტით საქართველოში მეორე ფრონტი გახსნას. ეს იყო უშიშროების საბჭოს მდივანი. ამაზე მაღალი თანამდებობის პირი პრეზიდენტის შემდეგ არ არსებობს. დანილოვი პირდაპირ ითხოვდა მეორე ფრონტის გახსნას. მეორე პოდოლიაკი, რომელიც გახლავთ დღემდე ზელენსკის მთავარი მრჩეველი. ის პირდაპირ საუბრობდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე. ამ ფაქტის კონსტატაცია მოხდა ქვეყნის გარეთ, რაზეც ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით ქვეყნის შიგნით. მგონი, მნიშვნელოვანია, საერთაშორისო საზოგადოებამ იცოდეს ყველაფერი იმასთან დაკავშირებით, თუ რას ითხოვენ ჩვენი ქვეყნისგან, მათ შორის უკრაინელი მაღალჩინოსნები. ეს არის ძალიან მძიმე, მაგრამ ეს მძიმე ინფორმაცია უნდა იყოს გაზიარებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც, ჩვენ არ ვაწესებთ სანქციებს რუსეთის მიმართ. ლოგიკა არის მარტივი. ჩვენ არ დავსჯით საკუთარ ხალხს და საკუთარ ქვეყანას. “, – განაცხადა კობახიძემ.