პრემიერის გამოსვლა სამაგალითო იყო - მდინარაძე
პრემიერი გამოსვლას კატარის ეკონომიურ ფორუმზე მამუკა მდინარაძე სამაგალითოს უწოდებს.
"ოცნების" ლიდერი ამბობს, რომ ქვეყნის პირველმა პირმა საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ისაუბრა და თქვა, რომ მმართველი გუნდი ქვეყნისთვის და ხალხისთვის დამაზიანებელ ნაბიჯებს არ გადადგამს.
"პრემიერ მინისტრის გამოსვლა იყო სამაგალითო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება ეროვნული ინტერესებიდან გამოხვიდე და ეს იყოს პრიორიტეტი და ეს ბუნებრივია ყველა ქვეყნის ინტერესში ზის, რომ ქვეყნის პირველი პირი საუბრობდეს საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. როდესაც საუბარია იმაზე, რომ დაასანქცირებს თუ არა მაგალითად რომელიმე მიმართულებას საქართველო. საქართველო პირველ რიგში მკაფიოდ ამბობს, რომ ვერ, არ გახდება სანქციების გვერდის ავლის ადგილი. ბუნებრივია ქართველების და საქართველოს დამაზიანებელ ნაბიჯებს ჩვენ არ გადავდგამთ და ამიტომ არ დაწესდება საქართველოს მხრიდან სანქციები" .- თქვა მდინარაძემ.