ირაკლი ღარიბაშვილი ცნობილი მეზღაპრეა - კუპრაძე

24.05.23 15:26
ირაკლი ღარიბაშვილი ცნობილი მეზღაპრეა - კუპრაძე

"ლელოს" წევრის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი ცნობილი მეზღაპრეა და განცხადებები, რომელიც ქვეყნის პრემიერმა კატარში გააკეთა, პრორუსული განწყობების გახმოვანებას ემსახურება.

კუპრაძის თქმით, პრემიერის განცხადებების მთავარი სიგნალი საზოგადოებისთვის ალბათ ის არის, რომ საზოგადოებას დასცილდა ხელისუფლება და არ გამოხატავს მის პოზიციებს.

"ირაკლი ღარიბაშვილი არის ცნობილი მეზღაპრე, რომელსაც მსგავსი განცხადებები ხშირად აქვს გაკეთებული, ეს არ არის სიახლე დღის წესრიგში, ის ემსახურება დღეს პრორუსული განწყობების გახმოვანებას, მათ შორის, სამწუხაროდ უკვე საერთაშორისო ორბიტაზე და ველზე. მთავარი სიგნალი ალბათ, საზოგადოებისთვის არის ის, რომ საზოგადოებას დასცილდა ხელისუფლება და არ გამოხატავს მის პოზიციებს, ერთადერთი, რაც შეიძლება გააკეთოს ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ აქტიური კომუნიკაცია ჰქონდეს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან იმისთვის, რომ დროულად გამოვლინდეს საზოგადოების მოსახლეობის პოზიციის სხვაობა ირაკლი ღარიბაშვილისგან, რომელიც გამოხატავს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს და არა საქართველოს მოსახლეობის სრულ უმრავლესობას". - ამბობს ირაკლი კუპრაძე.