დემოკრატიის უკუსვლაზე საუბარი სპეკულაციაა - კობახიძე Freedom House-ის ანგარიშზე
Freedom House-ის საგანგაშო ანგარიშს "ქართული ოცნების" თავმდჯომარე კრიტიკით ეხმიანება. ირაკლი კობახიძე ისევ ამტკიცებს, რომ საქართველოს დემოკრატიის თვალსაზრისით უკუსვლა არ აქვს. სახელისუფლებო გუნდის ლიდერი ირწმუნება, რომ მათი მმართველობის დროს მედიაგარემო მხოლოდ გაუმჯობესდა.
რეალურად, გამოქვეყნდა სხვა რეიტინგი საერთაშორისო რეიტინგი, სადაც პირიქით, გაუმჯობესება გვქონდა ამ სფეროში. თვითონ უნდა გაერკვნენ, მაგრამ საზოგადოება ხომ ხედავს ყველაფერს. რეალურად, მედიაპლურალიზმი არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა. ჩვენ დროს ჩამოყალიბდა პლურალისტური მედიაგარემო, რომელიც დღემდეა შენარჩუნებული. ასეთ დროს საუბარი უკუსვლაზე და ა.შ., არის უბრალოდ, სპეკულაცია და არასწორი ინფორმაციის გავრცელება, - ამბობს კობახიძე.