"თუ ვინმე ომს აქეზებს საქართველოში, ეს რუსული ოცნებაა" - ხაბეიშვილი

24.05.23 15:49
"თუ ვინმე ომს აქეზებს საქართველოში, ეს რუსული ოცნებაა" - ხაბეიშვილი

ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს პრემიერის მიერ კატარში გაკეთებულ განცხადებებს ენმ-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.

ხაბეიშვილის თქმით, ის, რომ უკრაინას საქართველოს ომში ჩართვა სურს, ტყუილი და რუსული პროპაგანდის ნაწილია, სინამდვილეში კი თუ ვინმე ომს აქეზებს საქართველოში არის რუსული ოცნება.

ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ მალე პუტინმა შეიძლება თქვას, რომ რუსი მოქალაქეების დასაცავად საქართელოში შემოდის.

"ვხედავთ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს რუსული პარტიის პრემიერ-მინისტრისგან ანტონი ღარიბაშვილისგან, რომელიც ამბობს, რომ თურმე უკრაინას უნდა საქართველოს ომში ჩართვა, ამერიკას უნდა, თურმე ცივილიზებულ სამყაროს უნდა, ეს არის ცხადია ტყუილი და ეს არის რუსული პროპაგანდა. თუ ვინმე ომს აქეზებს საქართველოში არის რუსული ოცნება, როცა ასი ათასობით რუსი შემოდის საქართველოში და არ დაგვავიწყდეს ხვალ შეიძლება პუტინმა თქვას, აი ამ რუსი მოქალაქეების დასაცავად მივდივარ მე საქართველოში. ღარიბაშვილი, როცა ლაპარაკობს ცივილიზებულ სამყაროზე, ჯობია, რომ მე მგონი პირი ამოიკეროს ამ მხრივ, აღარ დარჩათ პარტნიორი არსად, სადაც იყვნენ გაერთიანებული იქიდანაც კი კინწისკვრით გამოაგდეს" - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.