პრორუსი ბლოკი, რომელსაც გზავნილები დაუწერეს - ვაშაძე პრემიერის სკანდალურ განცხადებებზე

24.05.23 16:12
პრორუსი ბლოკი, რომელსაც გზავნილები დაუწერეს - ვაშაძე პრემიერის სკანდალურ განცხადებებზე

პრორუსი ბლოკი, რომელსაც გზავნილები დაუწერეს - ასე აფასებს პრემიერის კატარში, ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლას "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე.

ვაშაძე ამბობს, რომ პრემიერი რუსეთისთვის სასარგებლო მესიჯით საუბრობდა.

"მინდა უბრალოდ წაგიკითხოთ ბლუმბერგის შოკირებული ჟურნალისტი რა კითხვებს უსვამს საქართველოს პრემიერ-მინისტრს.

პირდაპირ ციტატა: თქვენ პუტინის ნარატივს, თქვენი ნათქვამით აძლიერებთ, ამყარებთ?

მეორე, ჟურნალისტი სუვამს კითხვას, გამაგებინეთ თქვენ კონსტიტუციაში, რომ გიწერიათ, ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაცია, კვლავ ეს არის თქვენი მიზანი? შემდეგ ოთხჯერ უმეორებს ყველაფერ იმას, რასაც თქვენ აქ ლაპარაკობთ, ეს არ აზიანებს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას?

მეგობრებო, არ გვესაუბრებოდა ჩვენ საქართველოს პრემიერ მინისტრი, ეს იყო პრორუსი ბლოკი, რომელსაც დაუწერეს თავიდან ბოლომდე ეს გზავნილები და რუსეთისთვის სასარგებლო მესიჯით საუბრობს საქართველოს სახელით, ეს არის ყველაზე დამღუპველი და ვინმე კიდევ კითხვას დასვამ, რომ ამ ხალს სამშობლო უყვარს და საქართველოს ევროინტეგრაცია უნდა" - გიორგი ვაშაძე.