საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას რუსეთს აბარებს - გონჩარენკო ღარიბაშვილს "პუტინის ვასალს" უწოდებს
საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას რუსეთს აბარებს - ამის შესახებ "პირველებთან" უკრაინის რადას დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ განაცხადა.
უკრაინელი პოლიტიკოსი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ კატარში გაკეთებულ განცხადებებს "სამარცხვინოს" უწოდებს და ამბობს, რომ ქვეყნის პრემიერი "ქართველ ხალხს ღალატობს".
რაც შეეხება უკრაინის შესახებ გაკეთებულ მძიმე შეფასებას, გონჩარენკოს თქმით, "პუტინის ვასალები" რას ამბობენ, ეს უმნიშვნელოა, რადგან უკრაინას მთელი ცივილიზებული სამყარო უდგას გევრდით.
გონჩარენკო ამბობს, რომ ღარიბაშვილი საკუთარი პრორუსული განწყობებით, ქართველი ხალხის სურვილს არ გამოხატავს.
ეს პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეების შესაფასებელია - საქართველოს პრემიერმინისტრი ამბობს, რომ მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები სურს ქვეყანასთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს 20%-ი. ეს საქართველოს, ქართველი ხალხის ღალატია. სამარცხვინოა, სირცხვილია - ესაა ჩემი შეფასება. უკრაინისთვის ეს არის განცხადება, პუტინის მარიონეტის, როგორადაც გვევლინება მთლიანად "ქართული ოცნება" და მათ შორის პრემიერ-მინისტრი.
ჩვენთვის ეს განცხადება არაფერს ნიშნავს. ჩვენს გვერდით დგას მთელი ცივილიზებული სამყარო. ხოლო პუტინის ვასალები რას ამბობენ, ეს უმნიშვნელოა.
მტკივა საქართველოს გამო, საქართველოს, მისი ხელისუფლება აყენებს ერთ რიგში ბელორუსთან, ჩრდილოეთ კორეასთან, სირიასთან. აი, ამ ქვეყნების გვერდით, რომლებიც რუსეთის მოკავშირეებად გვევლინებიან და საქართველოს ხელისუფლების ყოველი შემდგომი ნაბიჯი ამ მიმართულებით ძალიან აშკარაა. ამიტომ ახალი, პრინციპში, არაფერია. ეს ძალიან სერიოზული საფრთხის შემცველია, რადგან საქართველოს ხელისუფლება საქართველოს რუსეთს აბარებს. კრემლიდან მოდის ასეთი ბრძანებები და საჭიროა უფრო და უფრო ღრმად პუტინის ლოკვა. ეს არის, რასაც აკეთებს ხელისუფლება, გამოიმუშავებს პურს პატრონთან, ვლადიმერ პუტინთან". - ამბობს ღარიბაშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილმა უკრიანაზე იერიში უკვე საერთაშორისო ტრიბუნიდან მიიტანა და თქვა, რომ უკრიანას საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უნდა უნდა.