საქართველოს ხელისუფლების განცხადებები მტრის განცხადებებთან თანხვედრაშია - ვენისლავსკი
საქართველოს ხელისუფლების განცხადებები მტრის განცხადებებთან მუდმივ თანხვედრაშია - რადას დეპუტატი ფიოდორ ვენისლავსკი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება აგრესორ რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობას ინარჩუნებს.
ვენისლავსკი "პირველებთან" საუბარში ამბობს, რომ საქართველოს მმართველი გუნდი საერთაშორისო არენაზე თავის წარმოჩენას თვითგადარჩენისთვის ცდილობს.
ვენისლავსკის თქმით, პრემიერის საჯაროდ გაკეთებული განცადებების მიზეზები საქართველოს შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში უნდა ვეძებოთ.
საქართველოს მოსახლეობის და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია სრულიად საპირისპიროა. ხელისუფლება პრორუსულ პოზიციაზე დგას, ქართველი ხალხი პროუკრაინულ პოზიციაზე. ასე რომ არტიკულაცია საქართველოს ხელისუფლების და ქართველი ხალხის ეს ცალკე საკითხია და ის, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს თავის წარმოჩენას საერთაშორისო არენაზე, ეს ხელისუფლების თვითგადარჩენის თემაა. ამიტომაც, საჯაროდ გაკეთებული განცადებების მიზეზები უნდა ვეძებოთ საქართველოს შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში. ვფიქრობ, ხელისუფლებას ესმის, რომ მისი მოქმედებები დღევანდელ დღეს მკვეთრად ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის მოლოდინებს.
ვფიქრობ, 2022 წელს ომის აქტიურ ფაზაში შესვლისთანავე, საქართველოს ხელისუფლების განცხადებები რატომღაც მუდმივად მოდის იმ განცხადებებთან თანხვედრაში, რომელსაც ვისმენთ ჩვენი მტრისგან. იმის გამორიცხვა, რომ არის გარკვეული სინქრონულობა, არ შეგვიძლია, თუმცა პირდაპირი მტკიცებულებების გარეშეც ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ხელისუფლება აგრესორ ქვეყანასთან, რუსეთის ფედერაციასთან, მჭიდრო ურთიერთობას ინარჩუნებს".- ამბობს ვენისლავსკი.
ირაკლი ღარიბაშვილმა უკრიანაზე იერიში უკვე საერთაშორისო ტრიბუნიდან მიიტანა და თქვა, რომ უკრიანას საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უნდა უნდა.