პოლიციელის თქმით, შუშანა მაცაბერიძე მას "პატარა მონას" ეძახდა
საქალაქო სასამართლოში, სამოქალაქო აქტივისტის, შუშანა მაცაბერიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. "დროას" ინფორმაციით, სამოქალაქო აქტივისტს, პოლიციელისთვის "მონის" დაძახებას ედავებიან.
"ამ წუთებში, "დროას" წევრს, შუშანა მაცაბერიძეს ასამართლებენ. ერთადერთი ბრალდება პოლიციელისთვის "მონას" დაძახებაა.
უფრო ზუსტად, პოლიციელი ამბობს, "პატარა მონას" მეძახდაო.
Update: მოწმე პოლიციელის თქმით, შუშანა მის კოლეგას "პუტინის მონასაც" ეძახდა"- წერს "დროა".
ინფორმაციისთვის, შუშანა მაცაბერიძე აეროპორტთან, მოსკოვი-თბილისის პირველი რეისის გაპროტესტებისას, დააკავეს.