ხავიერ კოლომინა საპარლამენტო ოპოზიციას "ნატოს" სამეკავშირეო ოფისში ხვდება

24.05.23 18:34
ხავიერ კოლომინა საპარლამენტო ოპოზიციას "ნატოს" სამეკავშირეო ოფისში ხვდება

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნი ხავიერ კოლომინა ამ წუთებში საპარლამენტო ოპოზიციას ხვდება.

დაანონსებულია, რომ შეხვედრაზე საუბრის თემა 12 პუნქტი, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრაცია და მოახლოებული ნატოს სამიტი იქნება. ოპოზიცია ნატოს მაღალჩინოსანთან საუბარს ქართული ოცნების პრორუსულ კურსზე და პოლიტიკაზეც აპირებს.

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ ხელისუფლება პირდაპირ არის, ანტი ქართული, ანტი უკრაინული და ანტი დასავლური პოლიტიკის გამტარებელი. ოპოზიციაში აპირებს, რომ ნატოს და მასში გაერთიანებული სახელმწიფოს მხრიდან მოხდეს ივანიშვილზე ზეწოლა და დასანქცირდეს ის. "ენმ"-ში ასევე მოითხოვენ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები.

"ქართულ ჯარს აღარ მიაღებინა მონაწილეობა ნატოს წვრთნებში და პირდაპირ არიან ანტი ქართული, ანტი უკრაინული და ანტი დასავლური პოლიტიკის გამტარებლები. რუსეთის ასე ვთქვათ დამქაშებს და პუტინის წარმომადგენლებს ნატოში არავინ არ შეიყვანს, ეს მძიმე მდგომარეობაა. ჩვენი მოწოდება იქნება ნატოს მხრიდან და წევრი სახელმწიფოების მხრიდან გაძლიერდეს ზეწოლა ოლიგარქ ივანიშვილზე, დაედოს მას და მის ბანდას სანქციები, მოითხოვონ მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიას და სხვა პოლიტპატიმრების უფრო აქტიურად მოითხოვონ გათავისუფლება" - ამბობს "ენმ"-ს წევრი, გია ბარამიძე.

პარტიაში "საქართველოსთვის" აცხადებენ, რომ "ნატოს" წარმომადგენელმა უნდა იცოდეს თუ რატომ გაჩნდა კითხვის ნიშნები საქართველოს დასავლურ კურსთან მიმართებაში. გარდა ამისა, პარტიის წევრ ბექა ლილუაშვილის თქმით, "ნატოს" წარმომადგენლისთვის უნდა გახდეს ცნობილი, თუ როგორ ხდება კონსტიტუციის 78 მუხლის დარღვევა, რომელიც პირდაპირ გულისხმობს ქვეყნის მხრიდან ყველანაირ ხელშეწყობას, ევროპულ, დასავლურ ორგანიზაციებში და მათ შორის "ნატოში" გაწევრიანებას.

"ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა უნდა იცოდეს, როგორ მოხდა ისე, რომ ხელისუფლებამ პირველად ამ ქვეყნის 30 წლის განმავლობაში გააჩინა კითხვის ნიშნები, სპეციალურად თავის პროპაგანდის მანქანაზე დაყრდნობით ქვეყნის დასავლურ კურსთან მიმართებაში, როგორ ხდება ეპიზოდურად, რომ კონსტიტუციის 78 მუხლი, რომელიც პირდაპირ გულისხმობს ყველანაირ ხელშეწყობას, ევროპულ, დასავლურ ორგანიზაციებში მათ შორის, ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან ყველაფრის გაკეთებას, როგორ ხდება ამ კონკრეტულის, საკონსტიტუციო ჩანაწერის დარღვევა" - თქვა პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა.