ჩინჩალაძის კლანში შემთხვევით ვერავინ მოხვდება - ჯანეზაშვილი არამოსამართლე წევრებზე

24.05.23 17:39
ჩინჩალაძის კლანში შემთხვევით ვერავინ მოხვდება - ჯანეზაშვილი არამოსამართლე წევრებზე

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, "ოცნების" მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 3 არამოსამართლე წევრის არჩევა სასამართლო კლანისა და ხელისუფლების კავშირებს ადასტურებს.

ჯანეზაშვილი ამბობს, რომ ჩინჩალაძის კლანში შემთხვევით ვერავინ მოხვდება და ეჭვობს, რომ შენგელიას შიგნით გავლენები აქვს.

"კლანს ხელისუფლებასთან კავშირები რომ აქვს, ბევრი რამ დასტურდება და თუნდაც, ბოლო დანიშვნები, რა თქმა უნდა, ამის ერთ-ერთი დამადასტურებელი გარემოებებია. შემთხვევით, რა თქმა უნდა, ჩინჩალაძის კლანში ვერავინ ვერ მოხვდება და შენგელიას, როგორც ჩანს აქვს შიგნით ძალიან დიდი გავლენები და სანქცირებულიც შემთხვევით არ არის რა თქმა უნდა. ჯერ მისი გარემოცვით მაქსიმალურად არის გაჯერებული სასამართლო სისტემის სხვადასხვა უწყება, დაწყებული საბჭოდან გაგრძელებული სასამართლოებით" - ნაზი ჯანეზაშვილი.

კლანის გავლენა იუსტიციის საბჭოში კიდევ მეტად გაძლიერდა - „ქართული ოცნების„ მიერ საბჭოში დანიშნული სამივე არამოსამართლე წევრი სასამართლო კლანის ლიდერების ახლო გარემოცვის წევრები არიან. ტრისტან ბენაშვილის, გიორგი გზობავას და ზურაბ გურასპაშვილის კავშირები სასამართლოს ბოსსებთან „საერთაშორისო გამჭვირავლობა საქართველომ" დაადგინა. 

ორგანიზაციამ კვლევა არამოსამართლე წევრების და სისტემის არაფორმალური მმართველების კავშირებზე დღეს გამოაქვეყნა.