იუსტიციის საბჭოს ახალი წევრების ახლო კავშირები სასამართლოს ბოსებთან - კლანი გავლენებს აძლიერებს
კლანის გავლენა იუსტიციის საბჭოში კიდევ მეტად გაძლიერდა - „ქართული ოცნების„ მიერ საბჭოში დანიშნული სამივე არამოსამართლე წევრი სასამართლო კლანის ლიდერების ახლო გარემოცვის წევრები არიან. ტრისტან ბენაშვილის, გიორგი გზობავას და ზურაბ გურასპაშვილის კავშირები სასამართლოს ბოსსებთან „საერთაშორისო გამჭვირავლობა საქართველომ" დაადგინა.
"გამოიკვეთა, რომ სამივე მათგანს, ფაქტობრივად კავშირები აქვთ სასამართლოში არსებულ გავლენიან მოსამართლეებთან, ანუ ე.წ. კლანთან. მაგალითად, ზურაბ გურასპაშვილი 2006-10 წლებში ისანი-სამგორის რაიონულ პროკურატურაში მუშაობდა და იმავე წლებში იქ მუშაობდა გიორგი მიქაუტაძე, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და კლანის ერთ-ერთი წვერი. რაც შეეხება ბენაშვილს, იგი 1999- 2004 წლამდე თბილისის საოლქო სასამართლოში მუშაობდა, სადაც ასევე მუშაობდნენ ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე". - ამბობენ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში".
ორგანიზაციამ კვლევა არამოსამართლე წევრების და სისტემის არაფორმალური მმართველების კავშირებზე დღეს გამოაქვეყნა.