მე ამ კაცს ვკლავ! - მოპოვებულია ტაქსის მძღოლის სასტიკ მკვლოებაში ბრალდებულების მიმოწერა
ტაქსის მძღოლის სასტიკი მკვლელობა - მოპოვებულია ბრალდებულების, ნიჯათ აბასოვისა და მისი ძმის მიმოწერა, საიდანაც დგინდება, რომ ძმები 54 წლის შოთა ლორიას მკვლელობას მისივე ავტომობილში გეგმავენ.
საქმის მასალებით დგინდება, რომ მას შემდეგ რაც, თბილისიდან მარნეულში წასასვლელად აბასოვებმა ტაქსი დაიქირავეს, მანქანაში დაიწყეს იმის დაგეგმვა, როგორ უნდა მოეკლათ მძღოლი, მისი კუთვნილი "ტოიოტა ქემრი" კი ნაწილებად დაეშალათ და გაეყიდათ.
სასტიკი დანაშაულის შემდეგ, ფულის დახარჯვას ბრალდებულები ბათუმში აპირებდნენ.
- ნიჯათა აბასოვი - 22:22 - გაჩუმდი მე მივხედავ;
- ამი აბბასოვი - 22:22 - კარგი;
- ნიჯათა აბასოვი - 22:22 - მთავარია არ შეგეშინდეთ;
- ამი აბბასოვი - 22:23 - გიჟი ხარ, მკიდია;
- ნიჯათა აბასოვი - 22:23 - რომ იცოდეთ, მე ამ კაცს ვკლავ;
- ამი აბბასოვი - 22:24 - როგორ მოხდება, ადგილები სად შევიცვალოთ?
- ნიჯათა აბასოვი - 22:24 - გაჩუმდი, ამ წამს ამის ყელის გამოჭრა მინდა :)
- ამი აბბასოვი - 22:25 - მიდი, ჩემი ძმა, დედა ვუტიროთ;
- ნიჯათა აბასოვი - 22:29 - ყოველი კვირის ორშაბათს, სამშაბათს, მანქანის ქირის ფულს ურიცხავს. ვკითხე და მითხრა;
- ამი აბბასოვი - 22:29 -ძალიან კარგი;
- ნიჯათა აბასოვი - 22:29 - მოკლედ, სამი დღე დრო გვაქვს ამ მანქანის დასაშლელად;
- ამი აბბასოვი - 22:29 - დღეს, რა დღეა?
- ნიჯათა აბასოვი - 22:30 - ჯერ ორი დღე გვაქვს;
- ამი აბბასოვი - 22:30 - ერთი დღეც საკმარისია;
- ნიჯათა აბასოვი - 22:30 - მანამდე ვიცი კაცი, რომელიც ჯიპიარესს გააუქმებს;
- ამი აბბასოვი - 22:30 - დღეს ჩვენ სამივეს სამი გოგო გვინდა, რომ ვიგულაოთ;
- ნიჯათა აბასოვი - 22:30 - აგზავნის სმაილიკს;
- ნიჯათა აბასოვი - 22:30 - რა თქმა უნდა, (ოასუხობს) ერთი დღეც საკმარისია.
- ამი აბბასოვი - 22:30 - ვგულაობთ.
- ნიჯათა აბასოვი - 22:30 - (დღეს ჩვენს სამი გოგო გვინდა, რომ ვიგულაოთ) ამ მინაწერზე პასუხობს - მაგიტომაც გეუბნები, რომ ჭკუა გაკლია.
- ამი აბბასოვი - 22:30 - რატომ?
- ნიჯათა აბასოვი - 22:30 - მანქანის დამალვა გვჭირდება. კაცს გამოვიძახებ, ჯიპიარესი მოაშოროს და მერე პირდაპირ ბათუმში წავიდეთ;
- ამი აბბასოვი - 22:31 - ეგეც შეიძლება; შევეშვათ ტელეფონით მიწერას და მძღოლს ელაპარაკე;
- ნიჯათა აბასოვი - 22:31 - ჩვენთვის ვიძახით, რომ ყველაფერი კარგად შევასრულოთ, სუფთად რომ გამოგვივიდეს;
ტაქსის მძღოლის მკვლელობის საქმის მასალები, მძიმე მტკიცებულებებს შეიცავს, მათ შორის არის მკვლელობის იარაღი, სილიკონიანი ტროსი, რომელთაც სამმა ბრალდებულმა ტაქსის მძღოლი მოახრჩო.
"პირველების" ინფორმაციით, საქმეში დევს სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, აქ ჩანს, რომ ძვირადღირებული მანქანას ქუჩაში მყოფები საგანგებოდ არჩევდნენ, მათი მიზანი თავიდანვე ტაქსის გატაცება მძღოლის მოკვლა და შემდეგ მანქანის გაყიდვა იყო.
მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით - ახალი დეტალები მარიამ მაკასარაშვილმა გაარკვია