POLITICO: რუსეთი საქართველოს სიდიდით მეორე სავაჭრო პარტნიორია
სასაცილოა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებში მიბმა, ამბობს პრემიერი - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა Politico აქვეყნებს.
გავლენიანი გამოცემა საქართველოს პრემიერის კატარში, სიტყვით გამოსვლას სტატიას უძღვნის და წერს, რომ რუსეთი საქართველოსთვის სიდიდით მეორე სავაჭრო პარტნიორია.
"ევროკავშირი მხოლოდ 4 დღეში იმას ვაჭრობს, რასაც ჩვენ მთელი წლის განმავლობაში" - ციტირებს Politico ღარიბაშვილის სიტყვებს.
Politico წერს, რომ 2022 წელს საქართველო-რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2,5 მილიარდ დოლარს მიაღწია - მათი თქმით, საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც დასავლეთის სანქციების შემდეგ რუსეთთან ვაჭრობა გაიზარდა.